მწვანე ტყემალი ტრადიციული ქართული ორგანული საავტორო ხაზი.
შემადგენლობა: ორგანული ახალ დაჭრილი და დაბეგვილი რბილობი: (მწვანე ქლიავი,
ნიორი, ქინძი, წითელი წიწაკა, კამა, უცხო სუნელი,) ორგანული კონცენტრირებული ვაშლის წვენი, ორგანული მარილი
მწვანე ტყემალი არის ქართული კულინარიის სავიზიტო ბარათი. ჩვენს ორგანულ ბოსტანში მოყვანილი პესტიციდების გარეშე ქინძი და სხვა მწვანილები, სურნელოვანი ნიორი და მზეზე მომწიფებული ცხარე წიწაკა შეზავებული ველურად შეგროვებულ ტყემალთან ერთად ქმნის იმ საოცარ მადის აღმძვრელ მომჟავო არომატულ გემოს, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ქართული სუფრა. ტრადიციულად ტყემალს მიირთმევენ კარტოფილთან ერთად, საოცრად უხდება მწვადს, ქათამს და თევზს, ასევე საინტერესო გემოს აძლევს სხვადასხვა სალათებს. ჩვენ წარმოგიდგენთ ტყემლის სამ სახეობას: წითელს, ყვითელს და მწვანეს, არჩევანი კი თქვენზეა!