წითელი საწებელი ტრადიციული ქართული ორგანული საავტორო ხაზი.
შემადგენლობა: ორგანული ახალ დაჭრილი და დაბეგვილი რბილობი: (წითელი პომიდორი, წითელი წიწაკა,
გამომშრალი უცხო სუნელი, ნიორი,) ორგანული მარილი, ორგანული კონცენტრირებული ვაშლის წვენი
პომიდვრის საწებელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სოუსია. ტრადიციულად მზადდება ჩვენს ორგანულ ბაღებში მზეზე მომწიფებული უმაღლესი ხარისხის პომიდვრით, წიწაკით და სანელებლებით. ტრადიციული საწებელი გემრიელია შემწვარ და მოხარშულ ხორცთან, ქაბაბთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს.