მწვანე აჯიკა ტრადიციული ქართული ორგანული საავტორო ხაზი.
შემადგენლობა: ორგანული ახალ დაჭრილი და დაბეგვილი რბილობი: (მწვანე წიწაკა, ნიორი, უცხო სუნელი, ქინძი, კამა, ) ორგანული კონცენტრირებული ვაშლის წვენი, ორგანული მარილი, ორგანული ვაშლის ძმარი
აჯიკის წარმოშობის ისტორია დასავლეთ საქართველოდან მოდის, სამეგრელოსა და აფხაზეთში. აჯიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აჯიკა ტრადიციული სოუსია, რომელსაც პიკანტური კერძების მოსამზადებლად იყენებენ, როგორიცაა დამარინადებული და შემდგომ შემწვარი ქათმისა და ღორის ხორცი, ხბოს ნეკნები, ასევე აჯიკა არაჩვეულებრივ გემოს აძლევს ბულიონს, ოჯახურს, ბორშს და ბრინჯის კერძებს.. ტრადიციული აჯიკა ცხარე და არომატულია. ჩვენს ორგანულ ბოსტანში მოყვანილი პესტიციდების გარეშე მზეზე მომწიფებული ცხარე წითელი წიწაკა, ნიორი, ქინძი, კამა, და სხვა მწვანილები, ქმნის იმ საოცარ მადის აღმძვრელ ცხარე ნივრით გაჯერებულ არომატულ გემოს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მეგრულ აფხაზური სამზარეულო. "Georgia's Natural"-ი გთავაზობთ როგორც წითელ, ასევე მწვანე აჯიკას.