ორგანული შინდი და ხალაპენიო - შინდის სოუსი გურმანისთვის

ორგანული შინდი და ხალაპენიო - შინდის სოუსი გურმანისთვის  -  ბუნების კონტრასტების შერწყმა

 

შემადგენლობა: ორგანული ახალ დაჭრილი და დაბეგვილი რბილობი: (შინდი, წითელი წიწაკა ხალაპენიო,  ქინძი, კამა, უცხო სუნელი, ნიორი,) ორგანული კონცენტრირებული ვაშლის წვენი, ორგანული მარილი.

 

ეს მადის აღმძვრელი სოუსი მზადდება Georgia's Natural-ის  საავტორო რეცეპტის მიხედვით.  ორგანულ ბოსტანში მოყვანილი, პესტიციდების გარეშე მზეზე მომწიფებული შინდი, ხალაპენიო, ნიორი, ქინძი, კამა, უცხო სუნელი, და სხვა მწვანილები არის საგულდაგულოდ მომზადებული და შენარჩუნებული აქვს მისი გემოვნური თვისებები. სოუსის მასა არის სქელი და მუქი ბორდოსფერი, აქვს მომჟავო გემო. ოდნავი სიცხარე აძლევს იმ საოცარ გემოს და არომატს, რომელიც არაჩვეულებრივად ეხამება ისეთ კერძებს, როგორიც არის საქონლის, იხვისა და ქათმის ღვიძლის გრილი.

235 გრ

არ არის გაყიდვაში