ორგანული გურმანების შინდის სოუსი ორაგულისთვის - ბუნების კონტრასტების შერწყმა
შემადგენლობა: ორგანული კონცენტრირებული 100% შინდის წვენი.
ეს მადის აღმძვრელი სოუსი მზადდება 100% შინდის წვენისგან, Georgia's Natural-ის საავტორო რეცეპტის მიხედვით. მზეზე მომწიფებული, ორგანულ ბაღებში და ველურად შეგროვებული უმაღლესი ხარისხის შინდი, არის საგულდაგულოდ მომზადებული და შენარჩუნებული აქვს მისი გემოვნური თვისებები. სოუსის მასა არის სქელი და მუქი ბორდოსფერი, აქვს მოტკბო-მომჟავო გემო. შინდის სოუსი იდეალურია გრილზე შემწვარ ორაგულთან. მარინადი იდეალურად უხდება ისეთ კერძებს, როგორიც არის: იხვი, თევზი და ქათმის ბარბექიუ. პიკანტურად გამოიყენება სხვადასხვა სალათებთან. კონტრასტულ გემოს აძლევს ნაყინს, დესერტებს, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო კოქტეილებს.