ორგანული ალუბალი და ხალაპენიო - ალუბლის სოუსი გურმანისთვის - ბუნების კონტრასტების შერწყმა
შემადგენლობა: ორგანული ახალ დაჭრილი და დაბეგვილი რბილობი: (ალუბალი, წითელი წიწაკა ხალაპენიო, კამის რბილობი, ნიორი,) ორგანული კონცენტრირებული ვაშლის წვენი, ორგანული მარილი.
გამოირჩევა საუცხოო გემოვნური თვისებებით. ორგანულ ბოსტანში მოყვანილი, პესტიციდების გარეშე მზეზე მომწიფებული ალუბალი, ხალაპენიო, ნიორი, და კამა არის საგულდაგულოდ მომზადებული და შენარჩუნებული აქვს მისი გემოვნური თვისებები. სოუსის მასა არის სქელი და მუქი ბორდოსფერი, აქვს მომჟავო გემო. ოდნავი სიცხარე აძლევს იმ საოცარ არომატს, რომელიც არაჩვეულებრივად ეხამება ისეთ კერძებს, როგორიც არის: საქონლის სტეიკი, იხვისა და ქათმის ფილე, გრილზე შემწვარი თევზი. პიკანტურად გამოიყენება სხვადასხვა სალათებთან.