პიკანტური საავტორო მარინადი „ქინძმარისთვის“ - ქართული სამზარეულოს შთაგონება.
შემადგენლობა: ორგანული ახალ დაჭრილი და დაბეგვილი რბილობი: (ქინძი, ნიორი,) ორგანული ვაშლის ძმარი, ორგანული მარილი.
დამზადებულია Georgia’s Natural-ის საავტორო რეცეპტით. ორგანულ ბოსტანში მოყვანილი უმაღლესი ხარისხის ქინძი და ნიორი შეზავებული ბუნებრივი მეთოდით ფერმენტირებული ორგანული ვაშლის ძმართან საგულდაგულოდ არის მომზადებული და შენარჩუნებული აქვს ნედლეულის გემოვნური თვისებები. მარინადი არაჩვეულებრივად ეხამება თევზს, განსაკუთრებით მოხარშულ ლოქოს, ორაგულსა და ზუთხს. ლოქოს ქინძმარში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ამზადებენ და ეს უნიკალური მარინადი გამოიყენება ამ ტრადიციული კერძის მოსამზადებლად.
ფასი:
6.3